ფეხბურთი

16:45 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია ჰოლანდიის ჩემპიონატში აგვისტოში საუკეთესოა

ავტორიტეტულმა ჰოლანდიურმა გამოცემა algemeen dagblad არნემის “ვიტესის” კაპიტანი და საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი გურამ კაშია ერედივიზიონის აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

პრიზის მიღების შემდეგ, კაშიამ ხსენებულ გამოცემასთან შემდეგი განაცხადა:

“მე იმ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნი, რომლებიც ადაპტაციას სწრაფად არ გადიან, მაგრამ ამჟამად ნიდერლანდებზე ყველაფერი ვიცი. ამინდის შესახებაც კი. ფეხბურთი საქართველოში მცხუნვარე მზის ქვეშ უნდა ითამაშოთ და მერე მიხვდებით ეს რაა. თავდაპირველად ჩემს ცოლს ყოველი ფეხის ნაბიჯზე დავყვებოდი, რადგან გზები არ იცოდა. ერთხელ მან მითხრა: “ეს არანორმალურია, მაგრამ ეს ქვეყანა საქართველოზე უკეთესია.

თავს ნამდვილ არნემელად ვგრძნობ. ყავის დალევა მიყვარს და “სტარბაქსში” რეგულარულად დავდივარ. იქ მიმავალ გზაზე და კაფეშის თითქმის ყველას ვიცნობ. თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

ირლანდიასთან ნახევარმცველად ვითამაშე. ვიწუწუნო? - ქვეყანას იქ უნდა ემსახურო, სადაც სჭირდება. თუ საქართველოს ეს სჭირდება, მაშინ უნდა გავაკეთო”, - თქვა კაშიამ.

0.120186