ფეხბურთი

17:16 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზარანდიამ მენისკის ოპერაცია გაიკეთა

ბელგიის “გენკის” ქართველმა ლეგიონერმა ლუკა ზარანდიამ მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი hbvl.be იუწყება.

19 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების ვადა ჯერჯერობით უცნობია. ზარანდიამ ზაფხულის მოსამზადებელი პერიოდი “გენკის” პირველ გუნდთან ერთად გაიარა, მაგრამ ბელგიის იუპილერ ლიგაში არ უთამაშია.

ახალგაზრდა ნახევარმცველი “გენკში” შარშან გადავიდა.

0.123578