მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის თქმით, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დე ხეას შეძენას არ ეცდება.
“გასულ ზაფხულში დე ხეას შესაძენად ცდა არ დაგვიკლია, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. იმ შემთხვევაში თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” მოგვცემდა შესაძლებლობას, დე ხეას “სამეფო კლუბში” მოსვლის პარალელურად კეილორ ნავასი “მანჩესტერის” მეკარე გახდებოდა.
“რეალს” სამი მაღალი დონის მეკარე ჰყავს, ამიტომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მეკარის დამატებას არ ვაპირებთ”, – აღნიშნა პერესმა რადიო Cadena Cope-თვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დე ხეას არაერთხელ დაუკავშირეს ესპანური კლუბი, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.