როგორც Daily Mail იუწყება, ლონდონის “ჩელსი” კვლავ აწარმოებს მოლაპარაკებას მერსისაიდულ კლუბთან ჯონ სტოუნსის შეძენის თაობაზე.
შეგახსენებთ, “ევერტონი” 38 მილიონ სტერლინგს ითხოვდა, ზაფხულში კი არისტოკრატებმა ამ თანხის გადახდა არ ისურვეს. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სტოუნსის შეძენა ასევე სურდა “მანჩესტერ იუნაიტედს”.
21 წლის ფეხბურთელი “ბარნსლის” აღზრდილია, 2012 წლიდან “ევერტონისთვის” თამაშობს, 2014 წელს კი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.