ფეხბურთი

10:18 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერესმა, პსჟ-მ კრიშტიანუში მილიარდი გადაგვიხადოსო...

გასულ ზაფხულს საფრანგეთის ჩემპიონი პსჟ მადრიდის “რეალს” პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს სთავაზობდა. სანტიაგო ბერნაბეუელებმა პარიზელთა ეს წინადადება უარყვეს და თემაც დაიხურა, თუმცა ამ საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა “ბლანკოსის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი.

“რეალის” თავკაცი Cadena COPE-ს სტუმრობდა და განაცხადა: “თუკი პარიზელებს კრიშტიანუს შეძენა ნამდვილად სურთ, მილიარდი ევრო გადაგვიხადონ. ფეხბურთში წინასწარ რაიმეს მტკიცება რთულია, მაგრამ 2016 წელს რონალდუსთან განშორებას არ ვაპირებთ. მითუმეტეს, პორტუგალიელს ჩვენთან კიდევ 3 საკონტრაქტო სეზონი აკავშირებს”.

ფლორენტინო პერესი “რეალიდან” “პორტუში” წასულ იკერ კასილასის თემასაც შეეხო: “იკერის “სანტიაგო ბერნაბეუდან” აბარგებაში ბევრი მადანაშაულებს, თუმცა, მერწმუნეთ, არაფერ შუაში ვარ. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, კასილასი სამეკარეო კარიერას “რეალში” დაასრულებდა. თავად იკერმა მთხოვა, მისთვის სხვა კლუბში გადასვლაში ხელი შემეწყო. ბოლო 2 წლის განმავლობაში მას მეტად რთული პერიოდი ჰქონდა. კარლო ანჩელოტის მთავარმწვრთნელობისას კასილასი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ეს არ მომწონდა, მაგრამ დამრიგებლის საქმეში ხომ ვერ ჩავერეოდი”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069725
სარეკლამო ადგილი - 99
X x X