ფეხბურთი

23:33 | 9.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"რეიმსის" პრეზიდენტს კანკავა მსოფლიო დონის ფეხბურთელად მიაჩნია

ფრანგული “რეიმსის” პრეზიდენტმა ჟან-პიერ კაილომ გუნდის ქართველი წევრის, ჯაბა კანკავას შესახებ ისაუბრა. მან კლუბის ვებგვერდთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კანკავა უმაღლესი კლასის მოთამაშეა.

“ჩვენ ის ფეხბურთელები შევიძინეთ, რომლებიც მწვრთნელმა გვთხოვა სხვადასხვა პოზიციების გასაძლიერებლად. ასეთი შემთხვევა იყო ჯაბა კანკავაზეც. მას გრიგორი კრიხოვიაკს შევადარებდი, თუმცა იმ განსხვავებით, რომ კრიხოვიაკი ჩვენთან ჩამოყალიბდა კარგ ფეხბურთელად. ჯაბა კი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, ვისაც დიდი გამოცდილება გააჩნია”, - თქვა “რეიმსის” პრეზიდენტმა.

კანკავა “რეიმსს” უკრაინული “დნიპროდან” შეუერთდა და ლიგა 1-ში ერთი თამაშის ჩატარება უკვე მოასწრო.

0.120757