ფეხბურთი

21:12 | 9.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია: “შესაძლოა სფფ-ს სასამართლოში დავუპირისპირდე”

სფფს პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ „დავით ტატიშვილის სარეაბილიტაციო ცენტრში“ პრესკონფერენცია გამართა. კვარაცხელიამ სფფ-ს ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა გააკრიტიკა:

„ზვიად სიჭინავაზე ხმა არ ამომიღია, მას დიდ პატივს ვცემდი. მან ჩემთვის საყვარელ და მშობლიურ სამეგრელოში საკუთარი სახსრებით ბავშვთა საფეხბურთო სკოლა ააშენა და უდიდესი საქმე გააკეთა, გარდა ამისა დიდი როლი შეასრულა მაშინდელი მიხეილ მესხის სტადიონის შენარჩუნებაში, რადგან სტადიონი ფაქტიურად გაყიდული იყო, არც ის მავიწყდებოდა, თუ როგორი ენთუზიაზმით უვლიდა ეროვნული ნაკრების ბაზას. ვცდილობდი ზვიადის სიკეთეები დამეფასებინა, მაგრამ მან პირველმა ისროლა ტალახი ჩემს წინააღმდეგ და აშკარად იცრუა.

ბოლო პრესკონფერენციაზე ამგვარი რამ განვაცხადე:

“ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ჩე­მი გა­მოს­ვ­ლე­ბის შემ­დეგ კლუ­ბე­ბი ხმის უფ­ლე­ბას ითხო­ვენ. ამი­ტომ მი­ვე­სალ­მე­ბი იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის, გო­გი ჭი­ჭი­ნა­ძის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ გა­ეგ­ზავ­ნოს ყვე­ლა კლუბს მი­მარ­თ­ვა, ფე­დე­რა­ცი­ა­ში სას­წ­რა­ფოდ გა­წევ­რი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე. მო­მა­ვალ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო კლუ­ბებს ფულს თუ გა­მო­უ­ყოფს, ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის, გუ­ბერ­ნი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უნ­და გა­და­უ­რიცხოს და ამი­ტომ ყვე­ლა გუ­ბერ­ნა­ტორს მივ­მარ­თავ - მი­ბა­ძეთ გო­გი ჭი­ჭი­ნა­ძეს და კლუ­ბებს იგი­ვე მო­უ­წო­დეთ. ოღონ­დაც, სწო­რად შე­ად­გი­ნეთ ფე­დე­რა­ცი­ის სა­ხელ­ზე გა­საგ­ზავ­ნი მი­მარ­თ­ვა.”

და აი რა სიცრუე ბრძანა სფფს ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ 7 სექტემბერს:

“პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერთ-ერ­თი კან­დი­და­ტი ტე­ლე­ვი­ზი­ით აცხა­დებს, რომ არა მარ­ტო იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რი, არა­მედ ყვე­ლა უნ­და ჩა­ე­რი­ოს . ეს არას­წო­რად მი­მაჩ­ნია და ამი­ტომ, მინ­და გითხ­რათ, რომ მე დღეს გა­დავ­დ­გე­ბი და კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ხვა­ლი­დან პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბას ბა­ტო­ნი საშა ჩი­ვა­ძე შე­ას­რუ­ლებს.”

სიჭინავას ვადანაშაულებ იმაში, რომ 7 სექტემბერს გაავრცელა მცდარი ინფორმაცია, რომ ვითხოვდი სახელმწიფოს ჩარევას არჩევნებში. ფაქტია, რომ ფედერაციაში წერა-კითხვა უჭირთ, ახლა კი მივხვდი, რომ მოსმენის პრობლემაც აქვთ. მე ვთქვი, რომ ძალიან კარგია, როდესაც გუბერნატორი ზრუნავს ფედერაციაში კლუბების გაწევრიანებაზე, რაც სხვათა შორის, თავად ფედერაციის პირველი საზრუნავი უნდა იყოს. სახელმწიფო ჩარევაზე საუბრობს პირი, რომელიც სააკაშვილის პირადი ახირებით დაინიშნა პრეზიდენტად. თუ გადადგომა უნდოდა, ბატონი ზვიადი მაშინ უნდა გადამადგარიყო, როდესაც საქართველოს უმაღლეს ლიგაში ორმა გუნდმა გაიმარჯვა და მხოლოდ უეფას ჩარევით დადგინდა საქართველოს ჩემპიონი!
ასევე ქართული ფეხბურთი ბინძურმა სამსაჯო და ტოტალიზატორების სკანდალმა მოიცვა, რაც ისევ და ისევ უეფას ჩარევით გამოაშკარავდა!
მესამე, დისკვალიფიცირებული კვეკვესკირი ათამაშეს და ახალგაზრდულ ნაკრებს ოფიციალურ მატჩში წაგება ჩაეთვალა!
ასევე არადისკვალიფიცირებული გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა არ ათამაშეს და ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით წააგო შესარჩევი მატჩი პოლონეთთან! და ბოლოს, საქართველოს რეესტრში 2014 წლის 21 ივლისს გატარებული წესდება დაამახინჯეს და პუნქტები შეუცვალეს! სწორედ მაშინ უნდა გადამდგარიყავით ბატონო ზვიად.

ყველა ინტერვიუში ხაზს ვუსვამ, რომ სახელმწიფო არ უდა ჩაერიოს არჩევნებში და გულშემატკივარი ალბათ ვერ ხვდება სიჭინავას დემარშს, მაგრამ მე რას გამომაპარებს?

ეს მორიგი ვითომ სკანდალური განცხადება მიმართულია უეფას აღმასკომის მორიგი სხდომისკენ, რომელიც 16 სექტემბერს მალტაში იმართება და სფფს ხელმძღვანელებს უნდათ აფიშირება რომ სახელმწიფო ერევა არჩევნებში და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ამას ამართლებს! მათი მიზანია წაგებული არჩევნები ჩაშალონ!

იმ შემთხვევაში თუ სფფ გაბედავს და სიცრუეს მიაწოდებს უეფას, ქართული ფეხბურთის მართველ ორგანოს სასამართლოს გზის დავუპირისპირდები. ინგლისურ ენაზე ვთარგმნე როგორც ჩემი, ასევე ზვიად სიჭინავას გამოსვლა, დღეს ჩემს იურისტსაც გადავამოწმებინებ და თუ ეს გაბედეს სასამართლოს მივმართავ. შემდეგ კი ვნახავთ ტყუილს რამსიგრძე ფეხები აქვს.

შევახსენებ სფფს ხელმძღვანელობას- კარგად წაიკითხონ უეფას აღმასკომის სხდომის მესამე საკითხი, რომელიც კლუბების ფინანსური კონტროლის ჯგუფის თავმჯდომარის დანიშვნას ეხება, აქ იმ კლუბებზეა საუბარი სფფ რომ წევრად არ იღებს, ამავდროულად კი უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობენ! წერილი მზად მაქვს და უკადრებელს თუ იკადრებთ, აბა სკანდალი მაშინ ნახეთ სფფს უფროსებო.

0.115092