კალათბურთი

19:19 | 9.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გადამწყვეტი ბრძოლის დრო მოვიდა!

საქართველოს და მაკედონიის საკალათბურთო ნაკრებების მატჩის დაწყებამდე წუთებიღა რჩება. შეგახსენებთ, რომ მომავალი დაპირისპირება ორივე გუნდისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ჯახში გაირკვევა იმ ნაკრების ვინაობა, რომელიც პლეი-ოფში C ჯგუფის მეოთხეადგილოსნის რანგში გააღწევს.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ თუკი ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქე 5 ქულის სხვაობით დაამარცხეს და ბოლო ტურში მაკედონიამ და ჰოლანდიამ შესაბამისად, სლოვენიასთან და საბერძნეთთან წააგეს, მერვედფინალში სწორედ იგორ კოკოშკოვის შეგირდები გავლენ. არსებობს შანსი, რომ მერვედფინალს 4-ქულიანი მოგებითაც ვუწიოთ, თუმცა, ამისთვის, დამატებითი მაჩვენებლების გამოთვლა იქნება საჭირო და ყველა დარჩენილი თამაშის შედეგიც უნდა ვიცოდეთ.

მოკლედ, მიზანი ნათელია და საქართველოს ნაკრები, რომელსაც ევრობასკეტზე ყველა შეხვედრა წაგებული აქვს, ვალდებულია, სასურველი თამაში ამ ერთ კონკრეტულ მატჩში მაინც აჩვენოს. ქართველი კალათბურთელები უკვე დარბაზში იმყოფებიან და მომავალი მატჩისთვის ემზადებიან. მაკედონიასთან ჯახში ქართველთა სასტარტო ხუთეული ტრადიციული იქნება: ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე.

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.179267