2015 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღის პირველმა ოთხმა მატჩმა სენსაციის გარეშე ჩაიარა. ბერლინში გამართულ შეხვედრაში სერბეთმა თურქეთი იოლად დაამარცხა. ბალკანელებმა მოლოდ მესამე მეოთხედი ჩააგდეს, საბოლოო ჯამში კი 19 ქულით იმარჯვეს. მატჩი გმირი მიროსლავ რადულიცა (20 ქულა, 6 მოხსსნა) გახდა, რომელიც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.
ბელგიასა და ჩეხეთს შორის დრამატული მატჩი წარიმართა. პირველი ტაიმი ბენილუქსებმა 5 ქულით წააგეს, ბოლო 10-წუთეულის მეშვიდე წუთზე ათ ქულასაც აგებდნენ, თუმცა 13-ქულიანი გაქცევა მოაწყეს და 3 ქულით დაწინაურდნენ. საბოლოოდ ანგარიში ქულა-ქულაში წარიმართა. ბოლო წამებზე კალათბურთელები ჯარიმდებოდნენ, საბოლოოდ დიდი ჯახის ფონზე ბელგიამ ორი ქულით მოიგო – 66:64.
არ წაუვიდა მატჩი ბოსნიის გუნდს. ბალკანელებმა ისრაელი წინა ტურში კი დაამარცხეს, თუმცა ფინეთთან ვერაფერს გახდნენ. საქართველოს მსგავსად საბერძნეთმა სლოვენიას 11 ქულით მოუგო. ბერძნები პირველივე წუთიდან დაწინაურდნენ და სლოვენიელები ერთხელაც არ გასულან წინ.
A ჯგუფი
მონპელიე. საფრანგეთი.
ბოსნია – ფინეთი 59:88 (12:19, 15:22, 15:31, 17:16)
B ჯგუფი
ბერლინი. გერმანია. 4400
თურქეთი – სერბეთი 72:91 (14:30, 21:23, 24:18, 13:20)
ჩ ჯგუფი
ზაგრები. ხორვატია. 5578
საბერძნეთი – სლოვენია 83:72 (23:17, 23:14, 16:22, 21:19)
D ჯგუფი
რიგა. ლატვია. 477
ბელგია – ჩეხეთი 64:66 (17:21, 11:12, 16:18, 20:15)