ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა და ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა ჯონ ტერიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი შეაქო.
“წითელი ეშმაკების” ფეხბურთელმა “სამი ლომის” მაისურით ევროშესარჩევში შვეიცარიასთან მოგებულ (2:0) მატჩში 84-ე წუთზე პენალტი გაიტანა და 50 გოლით ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
“მოხარული ვარ, რომ ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით მითამაშია. გამარჯვებულის და ლიდერის თვისებებით აღსავსე ფეხბურთელი. ვამაყობ, როდესაც მის ხელზე კაპიტნის სამკლაურს ვხედავ, იგი ლეგენდაა.” – განაცხადა “ინსტაგრამით” ტერიმ.
უეინ რუნიმ ერთი გოლით გაუსწრო ინგლისის ერთ-ერთ ლეგენდარულ ფეხბურთელ ბობი ჩარლტონს.