როგორც იტალიური გაზეთი La Nazione წერს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ფიორენტინას” მთავარი სამიზნე კურტ ზუმა იქნება. ფლორენციული კლუბი გეგმავს ფრანგი მოთამაშე განათხოვრების წესით დაიმატოს.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულია “რომა”, “ნაპოლი” და “სამპდორია”.
ლიონში დაბადებულმა 20 წლის მოთამაშემ სახელი “სენტ ეტიენში” თამაშისას გაითქვა. 2014 წელს კი “ჩელსის” წევრი გახდა. გასულ სეზონში პრემიერლიგის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.