ფეხბურთი

21:10 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომას” პიანიჩი გამოაკლდა

იტალიის “რომას” ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი თანაგუნდელებს დაახლოებით სამი კვირა ვერ დაეხმარება. ამის შესახებ გამოცემა Gazzetta dello Sport-ი იუწყება.

პიანიჩმა ტრავმა ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრების მიერ ანდორასთან მოგებულ (3:0) მატჩში მიიღო.

25 წლის ფეხბურთელის ზუსტი დიაგნოზი მოგვიანებით გაირკვევა, მაგრამ დიდი ალბათობით ის მოედანზე 20 დღეზე ნაკლებ დროში ვერ გავა.

აქედან გამომდინარე, პიანიჩი “რომას” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “ბარსელონას” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

0.113104