Daily Mirror-ის ცნობით ლონდონის “არსენალი” და “ლივერპული” 22 წლის ესპანელი დანი სებალიოსით დაინტერესდნენ. გასულ თვეში ასევე გავრცელდა ინფორმაცია “სამეფო კლუბის” სებალიოსით დაინტერესების შესახებ.
“ბეტისის” ფეხბურთელი მიმდინარე წელს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ასევე მიიწვიეს ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში.
19 წლის მოთამაშე გასულ სეზონში კლუბთან ერთად ლა ლიგაში აღზევდა. “ბეტისმა” სეგუნდა დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა, სებალიოსმა კი ხუთი გოლი გაიტანა.
გთავაზობთ ვიდეო-კოლაჟს დანი სებალიოსის შესახებ:
https://www.youtube.com/watch?v=Jtj47p_YqQo