პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გიბრალტარის ნაკრების განადგურების (8:1) შემდეგ, არსებობის ისტორიაში რეკორდი დაამყარა.
კერძოდ, ერთ შესარჩევ ციკლში პოლონელებმა 29 გოლი გაიტანეს. აქამდე, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ციკლებში მათ მეტოქეთა კარი 27-ჯერ აეღოთ. ეს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხდა. ადამ ნავალკას თავისი რეკორდის გაუმჯობესების შანსი მიმდინარე შესარჩევში აქვს, ვინაიდან შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩები ელოდება.
პოლონეთი-გიბრალტარს შორის მატჩი ევრო-2016-ის შესარჩევში ყველაზე უხვგოლიანი აღმოჩნდა. სხვათა შორის, სხვა რეკორდებიც უშუალოდ გიბრალტარის მონაწილეობით დამყარდა, როდესაც ამ ქვეყნის ნაკრები იმავე პოლონეთთან 0:7, გერმანიასთან 0:7 და შოტლანდიასთან 1:6 დამარცხდა.
გიბრალტარმა, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად თამაშობს, მეორე გოლი თავის მერვე მატჩში გაიტანა. პირველად გიბრალტარელებმა შოტლანდიელთა კარი აიღეს.