პოლონეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ადამ ნავალკა ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში გიბრალტარის ნაკრებთან გამარჯვებით (8:1) კმაყოფილი დარჩა, მაგრამ აღნიშნა, რომ მატჩის მიწურულს მისმა გაწვრთნილებმა კონცენტრაცია დაკარგეს.
“თამაში სწრაფ გოლზე ფიქრით დავიწყეთ. ანგარიშის რაც შეიძლება სწრაფად გახსნა და მატჩის სადავეების ხელში აღება გვსურდა. ჩვენ ეს მოვახერხეთ. მომენტების რეალიზაციითა და მოთამაშეების განწყობით ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველა ფეხბურთელი ცდილობდა. მხოლოდ ბოლო წუთებში მათ გაუმართლებლად კონცენტრაცია დაკარგეს და გიბრალტარს გოლი გაატანინეს” – იუწყება უეფას ოფიციალური ვებგვერდი ნავალკას სიტყვებს.