ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, “ჰამპდენ პარკზე” გერმანიის ნაკრებთან წაგების (2:3) მიუხედავად, შოტლანდიის ეროვნული გუნდის თავკაცი გორდონ სტრაჩანი თავისი შეგირდების თამაშით კმაყოფილი დარჩა.
“ჩემს კარიერაში იყო შემთხვევები, როდესაც მატჩის მერე ბრაზდები, მოწყენილობას ან იმედგაცრუებას გრძნობ, მაგრამ ამჯერად მთელი გულით მოთამაშეებთან ვარ. მათ თავისი თამაშით შეუძლიათ იამაყონ. ჩემმა ფეხბურთელებმა ტოპ-დონის გუნდთან ფანტასტიკური თამაში აჩვენეს. პირადად მათით ძალიან ვამაყობ. მოთამაშეები მატჩის შემდეგ იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან იყოჩაღეს. ცოტაც და ჩვენი თამაში იდეალური იქნებოდა” – იუწყება სტრაჩანის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.