მაშინ, როდესაც ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საქართველოს ნაკრებს ამარცხებდა, ირლანდიელი ტოპ-მოდელი, როსალინ ლიპსეტი ალბათ სამყურასფოთლებით დამშვენებული დროშაშემოხვეული იჯდა და ნერვიულობდა, რადგან ვის ვის და მას ნამდვილად გული შესტკივა ირლანდიის ეროვნულ გუნდზე.
როგორც ჟამთააღმწერელი გვამცნობს, როსალინ ლიპსეტს ფეხბურთი ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარდა, როდესაც მისი მამა, დერეკ ლიპსეტი ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელი იყო და ირლანდიის ერთ-ერთ ბეჩავ გუნდში აგორებდა ბურთს და ოფლის ღვარად ჩამოსვლის მიუხედავად, დიდი წარმატებისათვის მაინც არ მიუღწევია.
გამოხდა ხანი, როსალინი გაიზარდა, დამშვენდა, მოდელობით დაინტერესდა და ამ საქმემ ისეთი ცნობილი გახადა, დღეს ბვევრი ირლანდიელი გოგო რომ იცნებობს, მაგრამ ფესბურთისადმი ძველი სიყვარული მაინც არასოდეს დაუკარგავს და ამიტომაც ითვლება იგი ირლანდიიას ნაკრების თილისმად. მეკარის, მწვრთნელისა და თავდამსხმელისა არ იყოს, თილისმასაც ბედი უნდა!