ფეხბურთი

10:32 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” კიდევ ერთი აღიარება

კატალონიის “ბარსელონა” პირველია, რომელიც ევროპის საფეხბურთო კლუბების ასოციაციის (ECA) ვერსიით მეორედ გახდა სეზონის საუკეთესო გუნდი. პირველად აღნიშნული პრიზი კამპ ნოუელებს 2011 წელს მიანიჭეს.

2014-15 წლების სეზონში ლუის ენრიკეს მიერ დამოძღვრილმა “ბარსელონამ” თავი როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე გამოიჩინა. “ბარსამ” ესპანეთის პრიმერა დივიზიონი და ქვეყნის “სამეფო თასი” მოიპოვა, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი დაისაკუთრა.

ჯილდო ბარსელონელებს ECA-ს პრეზიდენტმა კარლ ჰაინც რუმენიგემ გადასცა. “ბარსელონა” ერთადერთი საფეხბურთო კლუბია, რომელმა ორჯერ დაიმსახურა ეს პრიზი.

0.108133