საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას რუსეთის პრემიერლიგაში გააგრძელებს.
ინტერნეტპორტალ rsport.ru-ს ინფორმაციით, სამარას “კრილია სოვეტოვი” ლორიას განაცხადში შეყვანას გეგმავს, რომ ქართველი გოლკიპერი გუნდს რუსეთის ჩემპიონატში დაეხმაროს.
მხარეებმა კონტრაქტის დეტალებზე უკვე მოილაპარაკეს და ამჟამად, აუცილებელი დოკუმენტები ფორმდება, რომ ლორიამ რუსეთში თამაშის უფლება მიიღოს.
ამა წლის ზაფხულში 29 წლის მეკარე საბერძნეთის “ოლიმპიაკოსში” გადავიდა, მაგრამ კლუბთან შეთანხმებით კონტრაქტი გაწყვიტა და ამჟამად, თავისუფალი აგენტია.
“კრილია სოვეტოვს” 7 ტურის მერე, 10 ქულით რუსეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილი უკავია.