კალათბურთი

23:15 | 6.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიამ მოიგო, ლიტვამ მეზობელი დაამარცხა

ევრობასკეტ-2015-ზე პირველი თამაში მოიგო იტალიის ნაკრებმა, იტალიელებმა ისლანდიის ნაკრები 71:64 დაამარცხეს. კუნძულელებმა ვერც ერთი პერიოდის მოგება ვერ მოახერხეს. მატჩში ყველაზე მეტი 21 ქულა იტალიელმა ალესანდრო ჯენტილემ ჩააგდო. იტალია ერთი მოგებით და ამდენივე წაგებით B ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება. ისლანდია კი 2-დან ორივე წაგებით ჯგუფის უპირობო აუტსაიდერია.

ლიტვამ რიგაში ლატვიის ნაკრებს 68:49 აჯობა. ლატვიელებმა პირველი პერიოდი 6 ქულით მოიგეს, თუმცა შემდეგი სამი პერიოდი ლიტველტა უპირატესობით წარიმართა. ლიტვა ორიდან ორი მოგებით D ჯგუფის ლიდერია.

ფინეთი ისრაელთან 66:79 დამარცხდა. ებრაელმა კალათბურთელებმა პირველ პერიოდში 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა და მატჩის ბოლომდე ლიდერობა შეინარჩუნეს. ა ჯგუში ისრაელი ორი მოგებით პირველ ადგილზე, ფინეთი კი ორი წაგებით ბოლო ადგილს იაკვებს.

0.127127