gazzetta dello sport-ის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მილანის “ინტერის” თავკაცი რობერტო მანჩინია. “ნერაძურის” თავკაცი წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მეორე ადგილზე ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი (3.5) იმყოფება, ხოლო მესამე პოზიციას – “რომას” მწვრთნელი რუდი გარსია (2.8). “მილანის” თავკაციას ანაზღაურება 2 მილიონი ევროა, ხოლო “ნაპოლის” დამრიგებელი მაურიციო სარი 800 ათასს გამოიმუშავებს.
ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე იტალიური გამოცემის მიხედვით, “რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსია. ფეხბურთელი წელიწადში 6.5 მილიონ ევროს იღებს. “ნაპოლის” თავდამსხმელი გონსალო იგუაინი (5.5) იტალიელს ერთი მილიონით ჩამორჩება, ხოლო “იუვენტუსის” ფრანგი მოთამაშე პოლ პოგბა (4.5) – ორი მილიონით.
კლუბებს შორის ხელფასებში ყველაზემეტ თანხას “იუვენტუსი” გასცემს. ტურინელები 124 მილიონს ჩამოდიან. მეორე ადგილზე “რომაა” – 113 მილიონი, მესამეზე – “მილანი” (101 მილიონი), ხოლო მეოთხეზე – “ინტერი” (94 მილიონი).