“მონრეალის” ახალწვეულმა დიდიე დროგბამ ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონატში მეორე მატჩი ჩაატარა და ამჯერად თავი სამი გატანილი გოლით გამოიჩინა.
ლონდონის “ჩელსის” ყოფილმა თავდამსხმელმა “ჩიკაგოსთან” საშინაო დაპირისპირებაში თავი 27-ე, 61-ე და 65-ე წუთებზე გამოიჩინა. კოტდივუარელმა პირველი მატჩი MLS-ში 23 აგვისტოს “ფილადელფიასთან” ჩაატარა და მოედანზე ბოლო 31 წუთი გაატარა.