გერმანელი ფეხბურთელის, მატს ჰუმელსის გულისსწორის, ქეითი ფიშერის ისტორიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხიაში” გამოთქმული აზრები და განვითარებული მოვლენები ჩვენს რეალობას სრულად შეესატყვისება და ხანდახან ლიტერატურა ყველაზე ზუსტი მეცნიერებაა.
როგორც გახსოვთ, “დათა თუთაშხიაში” ნათქვამია, ფული თუ მიეცი, ფოთის პოლიცმაისტერიც კი გაიხდისო. ფოთის პოლიცმაისტერისა რა გითხრათ, მაგრამ, ქეითი ფიშერი ადრე კი იძახდა, ფოტომოდელობა არ მხიბლავს და ტიტლიკანად კამერის წინ პროწიალი ჩემი საქმე არააო, მაგრამ ახლა სულ სხვანაირად ჟღურტულებს.
ერთ-ერთმა ცნობილმა ფრანგულმა ეროტიკულმა ჟურნალმა მატს ჰუმელსის სატრფოს მაინც მოუძებნა სუსტი წერტილი, შეაძლია ბლომად ფული და ქეით ფუშერმაც ტანსაცმელი ისე განიძრო, ვითარცა კიკუმ. ახლა სრულიად ევროპა ელოდება ქეითის ნიფხვისამარა ფოტოებს, რომლებიც ხილული ოქტომბერში გახდება და ეს მოლოდინები ჰაი ჰაი რომ დიდია...