კალათბურთი

22:43 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთი და ესპანეთი დამარცხდნენ, საბერძნეთმა ლიდერობა დაამტკიცა

დაიწყო 2015 წლის ევროპის ჩემპიონატი და პირველივე სათამაშო დღეს არალოგიკური შედეგები დაფიქსირდა. პირველ ყოვლისა გამოსარჩევია სერბეთის გამარჯვება ესპანეთის ძლიერ ნაკრებთან. ასევე სენსაციურად დამარცხდა რუსეთის გუნდი ისრაელთან, ხოლო საბერძნეთმა და ლატვიამ იოლად იმარჯვეს.

A ჯგუფი

მონპელიე, საფრანგეთი.

ისრაელი – რუსეთი 76:73 (18:21, 11:18, 21:10, 26:24)

ჯგუფის პირველი მატჩის მსგავსად აღნიშნული შეხვედრაც დაძაბული გახლდათ და ისრაელმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ისტორიაში უკვე მეორედ ისრაელმა რუსეთი დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ისრაელი 10 ქულასაც იგებდა. ფინიშამდე ორი წამით ადრე რუსეთმა სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო.

B ჯგუფი

ბერლინი, გერმანია.

ესპანეთი – სერბეთი 70:80 (21:11, 15:23, 16:28, 18:18)

მოვლენებს არ გავასწროთ, თუმცა შეიძლება ითქვას, პირველი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური და სანახაობრივი მატჩი გაიმართა. ესპანეთი ტურნირის ფავორიტია, თუმცა პირველი მარცხი განიცადა. პირინელებმა პირველი ტაიმი კი მოიგეს, მაგრამ ბოლო მეოთხედს -8 ქულით შეხვდნენ.

შეხვედრის დასულებამდე 01:39 წუთით ადრე სიტუაცია მოედანზე ძალიან დაიძაბა. გასოლმა ჩამორჩენა ერთ ქულამდე (70:71) დაიყვანა, თუმცა ბიელიცას და ბოგდანოვიჩის სამქულიანებმა ესპანელები საბოლოოდ გატეხა და სერბებმა ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

C ჯგუფი

ზაგრები, ხორვატია.

მაკედონია – საბერძნეთი 65:85 (16:23, 15:15, 19:21, 15:26)

აღნიშნულ ჯგუფში საქართველოს ნაკრებიცაა. საბერძნეთს მაკედონიამ წინააღმდეგობა მხოლოდ მეორე მეოთხედში გაუწია და ტოლსწორად ეთამაშა, თუმცა დარჩენილ დროში ვერაფერი გააკეთა. ბერძნებმა კარგად წაივარჯიშეს და პირველი გამარჯვება იზეიმეს.

D ჯგუფი

რიგა, ლატვია.

ბელგია – ლატვია 67:78 (19:25, 19:15, 14:11, 15:27)

ლატვია ევრობასკეტ2015-ის ერთ-ერთი მასპინძელია. საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ კი გუნდმა კარგად ითამაშა და 11-ქულიანი სხვაობით იმარჯვა. ბელგია ფაქტობრივად გამაყრუებელი სტვენის ფონზე თამაშობდა და საბოლოოდ ბოლო მეოთხედში გატყდა. მეოთხე ათწუთეულის დასაწყისში მასპინძლები ერთი ქულით აგებდნენ, საბოლოოდ კი ფსიქოლოგიური უპირატესობის ხარჯზე გამარჯვება მოიპოვეს.

0.195189