ფეხბურთი

22:05 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთს” გიგაური დაუბრუნდა

“ცხინვალის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი მერაბ გიგაური ფოთის “კოლხეთში” დაბრუნდა. “ცხინვალის” პრესსამსახურის ცნობით, ფეხბურთელმა კლუბთან ორმხრივი შეთანხმებით გაწყვიტა კონტრაქტი, თავისუფალი აგენტის სტატუსის მიღების შემდეგ კი “კოლხეთის” მოთამაშე გახდა.

პოლონური “იაგიელონიას” ყოფილმა მოთამაშემ გასული სეზონის მეორე ნახევარი სწორედ “კოლხეთის” შემადგენლობაში გაატარა. უმაღლესი ლიგის 14 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ამპლუით ნახევარმცველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1 მატჩი ჩაატარა. 2013 წლის 5 ივნისს ოლბორგში, დანიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. ამხანაგური თამაში მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

0.120652