კალათბურთი

20:13 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხეთმა იოლად დაიწყო, პოლონეთს და გერმანიას გაუჭირდა

კალათბურთში 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. გერმანიამ და პოლონეთმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს, ხოლო ჩეხეთმა იოლად გაიმარჯვა.

A ჯგუფი

მონპელიე, საფრანგეთი,

პოლონეთი – ბოსნია 68:64 (16:18, 24:12, 18:23, 10:11)

აღნიშნულ დაპირისპირებაში გარდამტეხი მეორე მეოთხედი გახლდათ, როდესაც პოლონეთი შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდა. ბოსნიამ იბრძოლა, სტიპანოვიჩმა 20 ქულა მიითვალა, თუმცა მისმა კარგმა თამაშმა გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.

B ჯგუფი

ბერლინი, გერმანია.

გერმანია – ისლანდია 71:65 (20:14, 21:12, 18:17, 12:22)

გერმანიამ ისლანდია კი დაამარცხა, თუმცა ტურნირის ფავორიტად მაინც არ უნდა ჩავთვალოთ. 30 წუთის შემდეგ გუნდი დირკ ნოვიცკისა და დენის შროდერის წინამძღოლობით ისლანდიას 16 ქულით ამარცხებდა და გულშემატკივრები მასპინძლებისგან კიდევ უფრო დიდი სხვაობის დაფიქსირებას ითხოვდნენ.

სტუმრები ბოლო ათწუთეულში გამოფხიზლდნენ, იონ სტეფანსონი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო 23 ქულით გახლდათ, თუმცა სტუმრები მოსალოდნელ მარცხს ვერ გადაურჩნენ.

C ჯგუფი

ზაგრები, ხორვატია.

საქართველო – ჰოლანდია 82:83 (17:17, 9:19, 22:22 24:15)

D ჯგუფი

რიგა, ლატვია.

ჩეხეთი – ესტონეთი 80:57 (18:9, 25:15, 21:11, 16:22)

ჩეხეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ2015 გამარჯვებით დაიწყო. რონენ გინცბურგის შეგირდებმა ესტონეთის ეროვნული გუნდი რიგაში ანგარიშით 80:57 დაამარცხეს.

ესტონელები პირველი ოთხი წუთი დომინირებდნენ, შემდეგ კი ჩეხეთი გამოცოცხლდა, პირველ მეოთხედში 9-ქულიანი გაქცევა მოაწყო, მესამე მეოთხედის ბოლოს კი 29 ქულით იგებდნენ. საბოლოოდ ჩეხეთმა 23 ქულით იმარჯვა.

0.117762