პოლონეთის ექსტრაკლასის ბინადარ “პოგონში” ცოტა ხნის წინ გადაბარგებულმა ლადო დვალიშვილმა სადბიუტო გოლი გაიტანა. სჟჩეშინის გუნდმა სანაკრებო პაუზით ისარგებლა და ქვედალიგელ “გოლენიოვს” ადვილად, 6:1 აჯობა. ქართველმა ფორვარდმა კი თავის გამოჩენა მე-60 წუთზე შეძლო, როცა ანგარიში 5:0 გახადა. მან მოედანზე 90 წუთი გაატარა.
შეგახსენებთ, დვალიშვილის დებიუტი ერთი კვირის წინ პოლონეთის ჩემპიონატში შედგა, როდესაც კიელცეს “კორონასთან” (1:1) მატჩში 68-ე წუთიდან ითამაშა.