კალათბურთი

18:55 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ჰოლანდიასთან დამარცხდა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის პირველი მატჩი წააგო. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა ჰოლანდიასთან მძიმე ბრძოლა გადაიტანეს და საბოლოოდ ერთქულიანი სხვაობით 72:73 დამარცხდნენ.

საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო მატჩს 6 სექტემბერს სლოვენიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.127426