დღეს, მიხეილ მესხის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ქვეყნის ჩემპიონი გორის “დილა” “ზუგდიდს” დაუპირისპირდება, ხოლო თასის მოქმედი გამარჯვებული თბილისის “დინამო” ფოთის “კოლხეთს”.
მერვედფინალური წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება:
“სამტრედია” – “ლიახვი”
“დილა” – “ზუგდიდი”
“ვიტ ჯორჯია” – “დინამო” (ბათუმი)
“ჭიათურა” – “ტორპედო”
“გურია” – “სიონი”
“საპოვნელა” – “ჩიხურა”
“დინამო” (თბილისი) – “კოლხეთი” (ფოთი)
“შუქურა” – “ცხინვალი”
პირველი ეტაპის მატჩები 16 სექტემბერს გაიმართება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 27/28 სექტემბერსაა დაგეგმილი.