ფეხბურთი

2:30 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ხიზანიშვილი: “სამომავლოდ უფრო ჩამოყალიბებულ ფეხბურთს ვითამაშებთ”

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი შოტლანდიასთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ “მსოფლიო სპორტს” გაესაუბრა.

“თამაშის შეფასება ძალიან ადვილია მოგებული მატჩის შემდეგ. ძალზე კმაყოფილები ვართ, დასახული მიზანი შევასრულეთ.

უკვე იწყება მეორე ეტაპი და მზადება ირლანდიასთან თამაშისთვის, რაც ორმაგად საპასუხისმგებლოა, რადგანაც ფიზიკურ ასპექტში რომ არ მოვიკოჭლოთ, მზადებას ახლავე ვიწყებთ და ირლანდიაში დღესვე მივფრინავთ.

რაც შეეხება სამომავლო მიზნებს, ნაკრებში ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები არიან. ამ ქვეჯგუფში მიმდინარეობს ფეხბურთელებისა და ტაქტიკების გატესტვა, ფეხბურთელების შეთამაშება და სამომავლოდ უფრო ჩამოყალიბებულ ფეხბურთს ვითამაშებთ”, - განაცხადა გამოცდილმა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ირლანდიას 7 სექტემბერს გასვლაზე დაუპირისპირდება.

0.118208