ფეხბურთი

1:06 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი რევიშვილი: “გამარჯვებას მონატრებულნი ვიყავით”

საქართველოს ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი შოტლანდიასთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.

“მორდოვიას” კიპერის თქმით, ნაკრები გამარჯვებას მონატრებული იყო და მოპოვებული სამი ქულა უმნიშვნელოვანესია.

“უპირველესად მინდა ქართველ გულშემატკივარს მივულოცო გამარჯვება, რომელიც სტადიონზე მოვიდა ან ტელევიზორიდან მიადევნა თვალი. ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ამას მონატრებული ვიყავით და ბიჭებიც ვიძახდით, რომ ქართველი ხალხისთვის ეს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, რომ ხალხი ფეხბურთისკენ მობრუნდეს და ეს რაღაც ახალი ეტაპის დასაწყისია.

სხვანაირი ფეხბურთი გვინდა ვითამაშოთ, პირველ ნომრად თამაშს ვცდილობდით. მგონი, ყველაფერი ნორმალურად გამოგვივიდა. ვცდილობდით კომბინაციური ფეხბურთით მოგვეგო და არეული თამაში არც გვიჩვენებია. ახლა მთავარია, ასე გავაგრძელოთ”, - განაცხადა ნუკრი რევიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გამარჯვების მომტანი გოლი ვაკო ყაზაიშვილმა 38-ე წუთზე გაიტანა.

0.112666