38 წლის ინგლისელმა თავდამსხმელმა კევინ დევისმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა. აღნიშნულ ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
დევისმა კარიერის განმავლობაში 820 მატჩი ჩაატარა, სადაც 150 გოლი გაიტანა.
კევინმა ბოლო სეზონი “პრესტონში” გაატარა, 30 მატჩი ჩაატარა და მეტოქის მეკარე მხოლოდ ერთხელ დაამწუხრა.
2010 წელს 33 წლის დევისის დებიუტი ინგლისი ნაკრებში მონტენეგროს წინააღმდეგ შედგა.
კევინ დევისი კარიერის მანძილზე მხოლოდ ინგლისურ კლუბებში თამაშობდა: “ჩესტერფილდი” (1993-97), “საუთჰემპტონი” (1997-98), “ბლექბერნი” (1998-99), “საუთჰემპტონი” (1999-2003), “ბოლტონი” (2003-13), “პრესტონი” (2013-15).