ბარსელონაში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირის მესამე წრეში საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ესპანელ ხეორხია გარსია-პერესთან 2:6, 1:6 დამარცხდა.
შაფათავამ ერთი ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. საქართველოს პირველ ნომერს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქოდნა, თუმცა ისიც ვერ გამოიყენა.
შაფათავა ბარსელონას ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი. პირველ რაუნდში სოფომ ესპანელი ოლგა პარეს აზკოიტიას 6:4, 6:2 მოუგო, ხოლო მეორე წრეში მარტა ჰუგო გონსალესს - 6:3, 6:4.