ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის “სევილიას” მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის ქვეჯგუფში თავისი გუნდის შანსზე გამოცემა “ტუტოსპორტთან” ისაუბრა. “სევილიას” კონკურენტები ტურინის “იუვენტუსი”, “მანჩესტერ სიტი” და “გლადბახი” იქნებიან. ემერის თქმით, მისი გუნდი აუტსაიდერია, თუმცა ისინი სიურპრიზის მოწყობას ეცდებიან.
“იუვენტუსი” და “სიტი” რა თქმა უნდა, ფავორიტები არიან. ჩვენ და “გლადბახი” კი აუტსაიდერების როლში ვართ, მაგრამ ეს არ გვაშინებს. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა გვინდა სიურპრიზის მოწყობა. “სევილიას” ზედიზედ ორჯერ მოგებული ევროპა ლიგის მერე ამის გაკეთება შეუძლია.
ფერნანდო ლორენტე ძალიან კარგი შენაძენია. იგი “იუვეს” ზედმიწევნით იცნობს და თუ რაიმე სახის რჩევა დამჭირდება აუცილებლად ვკითხავ”, - დასძინა ემერიმ.
ჩემპიონთა ლიგა სტარტს 15 სექტემბრს აიღებს, ხოლო “სევილიელი დალაქების” პირველი მეტოქე გერმანული “გლადბახი” იქნება.