იტალიაში ფეხბურთი რელიგიის დონეზე რომ უყვართ, ძველი ამბავია. ოდითგან, საკლუბო ფეხბურთის მთავარ დაპირისპირებად ტურინის “იუვენტუსისა” და მილანის “ინტერის” მატჩი მოინათლა და შესაბამისი სახელიც – “გრანდე დერბი დ’იტალია”, ანუ, დიდი იტალიური დერბი ეწოდა.
ამ ორი გუნდის ტიფოზები ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ და მათ შორის, ფეხბურთელებით ვაჭრობა საკმაოდ იშვიათი მოვლენაა...
31 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, “ინტერიდან” “იუვეში” ბრაზილიელი ერნანესი გადავიდა. ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს იმის გახსენება, თუ რომელმა ფეხბურთელებმა გაცვალეს შავ-თეთრი მაისური შავ-ლურჯზე ან პირიქით.
დანარჩენს კი უკეთ ჩვენივე ფოტოკოლაჟში გაეცნობით...
შენიშნვა: ჩამონათვალშია შესულია მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებიც პირდაპირ ერთიდან მეორე გუნდში გადავიდნენ და შუალედში სხვა კლუბში არ უთამაშიათ.