ფეხბურთი

11:19 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობერტ პროსინეჩკი: “სწორ გზას ვადგავართ”

აზერბაიჯანის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბაქოში 2 მნიშვნელოვანი ქულა დააკარგინა ხორვატიას, რითაც ბალკანელებმა სატურნირო ცხრილის სათავეში ადგილი იტალიას დაუთმეს.

თანამემამულეებთან მიღწეული შედეგით ფრიად კმაყოფილი დარჩა აზერბაიჯანელთა ხორვატი მთავარი მწვრთნელი რობერტ პროსინეჩკი: “შარშან ჩვენი ნაკრებების შეხვედრა 6:0 დასრულდა ხორვატთა სასარგებლოდ. მას შემდეგ აზერბაიჯანმა 2 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და მოთამაშეებს საკუთარი ძალისადმი რწმენა მოემატათ. ზედიზედ 3 ასპარეზობაა კარს “მშრალად” ვინახავთ. ეს ნაყოფიერად გაწეული შრომის შედეგია. ვამაყობ ჩემი გუნდითა და ფეხბურთელებით. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ. დიდი მადლობს ქომაგებს აქტიური მხარდაჭერისთვის. 6 სექტემბერს მალტასთან რთული მატჩი გველის, მაგრამ გასვლით შეხვედრაშიც პოზიტიურ შედეგს დავგეგმავთ”.

7 ტურის შემდეგ H შესარჩევ ჯგუფს იტალია 15 ქულით ლიდერობს. “სკუადრა აძურას” ქულით ხორვატია, ორით კი ნორვეგია ჩამორჩება. აზერბაიჯანს 5 ქულა აქვს.

0.115669