ფეხბურთი

9:57 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კრის კოულმენი: “ერთიც და გავდივართ”

ევრო2016-ის შესარჩევ მატჩში უელსმა ნიქოზიაში კვიპროსის ნაკრებს 1:0 მოუგო და მომავალ წელს საფრანგეთში ჩასატარებელი კონტინენტის ჩემპიონატის საგზურის დასაუფლებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. უელსელები თავიანთ ქვეჯგუფს ლიდერობენ და თუკი 6 სექტემბერს შინ ისრაელს სძლიეს, თავიანთი ნაკრების ისტორიაში პირველად ევროჩემპიონატის დასკვნით სტადიაზე გამოვლენ.

“საფრანგეთს ერთადერთი გამარჯვება გვაშორებს. უელსი მიზანმიმართულად მიდის დასახული ამოცანის აღსასრულებლად. ფინიშამდე 3 მატჩი დაგვრჩა და 3 ქულას აუცილებლად მოვიპოვებთ. ფეხბურთელები მეტად მოტივირებულები არიან და უელსელი ქომაგების გასახარად არაფერს დაიშურებენ”, - აცხადებს უელსლთა თავკაცი კრის კოულმენი.

0.117562