“ვესტ ჰემის”, “ჩელსის” და “მანჩესტერ სიტის” ლეგენდას ფრენკ ლამპარდს არაერთი მიღწევა აქვს, ამჯერად კი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა და შესაბამისი სერთიფიკატიც გადაეცა. საქმე ისაა, რომ ფრენკმა ინგლისის პრემიერლიგაში სხვადასხვა დროს მოასპარეზე 39 კლუბის კარის დალაშქვრა მოახერხა.
38 გუნდის კარში აქვს გატანილი გოლები “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ ენდი კოულს, ამჟამად ნიუ იორკის “რედ ბულის” წევრმა ლამპარდმა კი ოლდ ტრაფორდელის მიღწევა მას შემდეგ გააუმჯობესა, რაც “სიტიში” გადავიდა და ცისფერი მაისურათი გამოსვლისას ყოფილ თანაგუნდელებს, სტემფორდ ბრიჯელებს გაუტანა.