ფეხბურთი

8:43 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას უარი მოურინიოს

პოპულარული და ავტორიტეტული L"equipe-ის ცნობით, გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს დასავლეთლონის “ჩელსის” პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიო პირადად დაუკავშირდა ტურინის “იუვენტუსის” 22 წლის ნახევარმცველ პოლ პოგბას და “სტემფორდ ბრიჯზე” გადასვლა შესთავაზა, მაგრამ ფრანგმა პირენელის წინადადება უარყო.

თავად პოგბა აცხადებდა, რომ უარის მიზეზი მისი პერსონის “ბარსელონასა” და “რეალის” მხრიდან დაინტერესება იყო, ხოლო “ბებერი ქალბატონის” ბოსების მტკიცებით, მათ “ლონდონელ არისტიკრატთაგან” არავინ დაკავშირებია. ამასობაში, “იუვეს” გენდირექტორმა ჯუზეპე მაროტამ დაადასტურა, რომ პოლ პოგბას პოტენციურ მყიდველს მინიმუმ 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

0.117672