ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, სლოვენიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო სლოვენიელებს გუნდის ლიდერი გორან დრაგიჩი არ ეყოლებათ.
სლოვენიის 12-კაციანი შემადგენლობა:
ლუკა რუპნიკი (“ოლიმპია” სლოვენია)
ნებოიშა იოკსიმოვიჩი (“კრკა” სლოვენია)
იაკა კლობუჩარი (“ულმი” გერმანია)
კლემენ პრეპელიჩი (“ოლიმპია” სლოვენია)
იაკა ბლაჟიჩი (“ცვერნა ზვეზდა” სერბეთი)
ზორან დრაგიჩი (“ხიმკი” რუსეთი)
მიტია ნიკოლიჩი (“ოლიმპია” სლოვენია)
იურე ბალაჟიჩი (“გაზიანთეფი” თურქეთი)
მიჰა ზუპანი (“მურატბეი უსაკ სპორტიფი” თურქეთი)
საშა საგორაცი (“ოლიმპია” სლოვენია)
უროშ სლოკარი (“სევილია” ესპანეთი)
ალენ ომიჩი (“გრან კანარია” ესპანეთი)
კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი 5 სექტემბერს დაიწყება. ევრობასკეტ-2015-ზე ჩ ჯგუფში საქართველო, სლოვენია, ხორვატია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებები იასპარეზებენ, პლეიო-ოფში ჯგუფის პირველი ოთხი ადგილი გადის.