შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გორდონ სტრაჩანი ფიქრობს, რომ ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, გლაზგოში საქართველოს ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა და მეტოქისგან თბილისში იგივეს ელის.
- ნაკრების ჯგუფიდან გასვლისთვის მომავალი თამაშის შედეგი რამდენად მნიშვნელოვანია?
- მაგას ვერ გეტყვით, რადგან შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი იყოს, შესაძლოა მნიშვნელობა არ ჰქონდეს. ამ შეკითხვას მეოთხე თამაშის მერე მისვამენ და იმედია, ბოლო მატჩის წინაც დამისვამენ. იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. ყველა თამაშს ერთნაირად ვუდგებით და გამარჯვებისთვის ვთამაშობთ.
- გესმით თუ არა, რომ ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ გამარჯვება აუცილებელია?
- არა, ნამდვილად არ მესმის ეს შეხედულება.
- უკვე იცით თუ არა საქართველოსთან ვინ ითამაშებს?
- ეს უკვე გადავწყვიტეთ, მაგრამ მოთამაშეებმა არ იციან. მათ მოგვიანებით შევატყობინებთ. არჩევანის გაკეთება რთული იყო, რადგან ბევრი კარგი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს და სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მოუწევს.
- სიცხე მნიშვნელოვანი ფაქტორი თუ იქნება მომავალ შეხვედრაში?
- რა თქმა უნდა. ეს ფაქტორი უკვე გავითვალისწინეთ და უფრო მსუბუქად ვივარჯიშეთ. თამაშისთვის მომზადების დროს ამ ფაქტორს კიდევ გავითვალისწინებთ.
- კახაბერ ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში შესარჩევ ციკლში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე შეხვედრაში გულშემატკივარი ელოდა რომ გუნდი დამარცხდებოდა, მაგრამ ფიქრობდა, რაც შეიძლება ნაკლები გოლი გაეშვა. ამჯერად, ქართველი გულშემატკივრები ნაკრებისგან დადებით შედეგს ელიან...
- გლაზგოში ჩატარებულ პირველ მატჩში საქართველომ კარგად ითამაშა. ბრწყინვალე გუნდური თამაში და მონდომება აჩვენა. მათ გვაიძულეს, რომ შესარჩევ ციკლში ჩვენი საუკეთესო თამაში გვეჩვენებინა. ალბათ, მომავალ მატჩშიც ასე იქნება.
- თბილისში ბევრი შოტლანდიელი ჩამოვიდა, რომლებიც ნერვიულობენ და დაძაბული არიან მომავალი თამაშის წინ. თქვენი გუნდი რას გრძნობს?
- ჩვენს იმას ვგრძნობთ, რასაც ჩვენი გულშემატკივრები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ვნერვიულობთ. გავალთ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
- შოტლანდიის ნაკრების ბოლოს სტუმრობა საქართველოში წარუმატებელი აღმონჩდა და მაშინ, გუნდმა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა. გჯერათ, რომ ისტორია მეორდება?
- 2007 წლის მერე, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. მაშინ, ვინ იფიქრებდა, რომ მე დანადგარი “აივოჩი” მექნებოდა. მას შემდეგ, ძალიან ბევრი დრო გავიდა.