“რომა” ლონდონის “არსენალს” პოლონელი მეკარის ვოიცეხ შჩესნის იჯარის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე მოელაპარაკა. ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.
25 წლის ფეხბურთელი “რომაში” მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა და საიჯარო ხელშეკრულება 2015-2016 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა. თუმცა, მისმა წარმატებულმა თამაშმა იტალიელები აიძულა ინგლისური კლუბი იჯარის 2017 წლის ზაფხულამდე გაგრძელებაზე დაეთანხმებინა.