ფეხბურთი

16:57 | 3.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროშესარჩევში გერმანელებს როისი გამოაკლდათ

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდს, ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში პოლონეთთან და შოტლანდიასთან მატჩებში მარკო როისი ვერ დაეხმარება. ამის შესახებ გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

26 წლის ფეხბურთელს ფეხის თითის ტრავმა აქვს და თანაგუნდელებს ამიტომ გამოაკლდა. მან გერმანიის ბუნდესლიგის განვლილ ტურში ბერლინის “ჰერტასთან” შინ მოგებულ (3:1) მატჩშიც დაზიანებული თითით ითამაშა და ახლა უცნობია რამდენი ხანი გაუცდება.

ბოლო ორი წელი როისი ტრავმებმა გააწამა და შარშან ბრაზილიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვა.

0.116463