წარსულში ცნობილი ნიგერიელი ფეხბურთელი სეგუნ ოდეგბამი ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გაიმართება.
“კორუფციული სკანდალის გამო, არსებობის 111-წლიან ისტორიაში ფიფას ყველაზე საშინელი პერიოდი უდგას. ორგანიზაციას ახალი ლიდერი სჭირდება და თავს ასეთად ვხედავ”, – იუწყება ოდეგბამის სიტყვებს საატენტო “როიტერი”.
ოდეგბამი, რომელიც ამჟამად 63 წლისაა, საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 1980 წელს, “აფრიკის ეროვნებათა თასი” მოუგია. მოგვიანებით, ის მწერალი გახდა, ასევე სპორტულ ჟურნალისტად და საფეხბურთო კომენტატორად მუშაობდა. ოდეგბამი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ნიგერიაში ჩატარების ეროვნულ კომიტეტს ხელმძღვანელობდა.