კოტდივუარის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ცენტრალური ნახევარმცველი რომარიკი კარიერას კვიპროსის “ომონიაში” გააგრძელებს. ამის შესახებ ომონიელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
გასულ სეზონში, რომარიკი ფრანგულ “ბასტიაში” გამოდიოდა და ზაფხულში კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მას კოტდივუარის ნაკრებში 46 მატჩი უთამაშია და 5 გოლი გაუტანია.
ამიერიდან, მას თამაში საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველ უჩა ლობჟანიძესთან ერთად მოუწევს.