საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ლატვიელ თანატოლებთან სპარინგებისთვის შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა.
მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი („საბურთალო“), ლევან ისიანი („დინამო“ თბილისი)
მცველები: ცოტნე ნადარაია („საბურთალო“), ირაკლი კომახიძე („შუქურა“, ქობულეთი), ირაკლი კამლაძე („ჩიხურა“, საჩხერე), ანდრო ნემსაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ახალაძე (ყველა „დინამო“ თბილისი), ვახტანგ კაპანაძე („სამტრედია“).
ნახევარმცველები: ბექა გვარაძე, გიორგი კოხრეიძე, სანდრო ალთუნაშვილი, ირაკლი ბიძინაშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ყველა „საბურთალო“), გიორგი ღვინაშვილი, ვატო არველაძე, შერმადინ ართმელაძე, გიორგი პაპუაშვილი (ყველა „ლოკომოტივი“), ნიკა ბაშალეიშვილი („დინამო“ თბილისი).
თავდამსხმელები: გიორგი კიკნაძე („ლოკომოტივი“), ბექა მიქელთაძე, გიორგი ზარია (ორივე „დინამო“ თბილისი).
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველო-ლატვიის ამხანაგური შეხვედრები 5 და 7 სექტემბერს ჩატარდება. ორივე მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და 18:00 საათზე დაიწყება.
მაისურაძის შეგირდები ამა წლის ნოემბერში ევრო-2016 შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრები მე-8 ჯგუფში ავსტრიის, ალბანეთისა და უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჯგუფის მასპინძელი თბილისია.