ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 30 წლის უმცროს მეგობარ გოგონაზე დაქორწინებას აპირებს. ამის შესახებ არგენტინული გაზეთი Muy იუწყება.
მარადონას რჩეული 24 წლის როსიო ოლივაა, რომელსაც 2 წელია უკვე ხვდება. დონ დიეგო დაქორწინებას იტალიის ქალაქ რომში აპირებს და სურს, რომ ჯვარი რომის პაპმა ფრანცისკმა დაწეროს, რომელიც არგენტინელია.
ამჟამად, მარადონა თავის მეგობარ გოგონასთან ერთად დუბაიში ისვენებს.