საბერძნეთის საფეხბურთო სუპერლიგაში მოასპარეზე “ვერიას” მეკარე სტელიოს მარკუსისი გულის შეტევის შედეგად, ვარჯიშზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი sport24.gr-ი იუწყება.
18 წლის მეკარემ წვრთნის დროს გონი დაკარგა და დაეცა. ფეხბურთელი დაუყონებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ შემთხვევა სავალალო შედეგით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მარკუსისი პირველ გუნდში ცოტა ხნის წინ დააწინაურეს და მანამდე ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.
“ვერიაში” საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი გამოდის, რომელიც გუნდს ზაფხულში შეუერთდა.