ტურინის “იუვენტუსის” აღმასრულებელ დირექტორ ჯუზეპე მორატას თქმით, შესაძლოა, პოლ პოგბას სატრანსფერო ღირებულება გაიზარდოს.
“შემდგომი წარმატებებისთვის პოლ პოგბას კლუბში დარჩენა მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ გვქონდა წინადადებები რამდენიმე ძალიან ცნობილი კლუბისგან.
მომავალში შესაძლოა პოგბას ღირებულებამ 100 მილიონ ევროს გადააჭარბოს”, – განაცხადა მორატამ.
გასულ ზაფხულში პოგბას შეძენა სურდა ლონდონის “ჩელსის”, თუმცა შეთანხმება არ შედგა.
შეგახსენებთ, სერ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობისას, მოთამაშე “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა, თუმცა ძირითად გუნდში ვერ დამკვიდრდა.
2012 წელს, “მანჩესტერიდან” ტურინულ კლუბში გადავიდა. ამ დროის განმავლობაში კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.