როგორც “რუსთავი 2” იუწყება შესაძლოა ესპანურმა კომპანია IBERPROEX აჭარის ეკონომიკის სამინისტროს სასამართლოში უჩივლოს, ვინაიდან აჭარის ეკონომიკის სამინისტროს მიერ ესპანურ კომპანიასთან, რომელსაც ბათუმის “დინამოს” სტადიონი უნდა აეშენებინა, კონტრაქტი ცალმხრივად გაწყდა.
ბათუმის “დინამოს” სტადიონთან დაკავშირებით აჭარის სახელმწიფოს უმაღლეს საბჭოს დეპუტატებმა იკამათეს. ოპოზიციამ მთავრობის ხელმძღვანელი არჩილ ხაბაძე დაადანაშაულა. კერძოდ, ოპოზიციური მხარის მტკიცებით სახელმწიფო შპს-ების კონტროლი იმ სამსახურს ევალება, რომელსაც არჩილ ხაბაძის მამა – თამაზ ხაბაძე ხელმძღვანელობს.
“20 მილიონ ლარს არჩილ ხაბაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძის დანაშაულებრივი ხელშეწყობით მართვაში აძლევს ანუ უქვემდებარებს თავის მამას – თამაზ ხაბაძეს” – აღნიშნა მედეა ვასაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა აღნიშნული მოსაზრება უარყვეს.
ამ ეტაზე აჭარის ეკონომიკის სამინისტრო ვერ ასახელებს სტადიონის აშენებისთვის ახალი ტენდერის გამართვის თარიღს. აქედან გამომდინარე უცნობია როდის დაიწყება სტადიონის მშენებლობა.